Belive

სპალეტი: ,,შესაძლოა, მედიაში გიჭირთ ჩემი სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა, მაგრამ ჩემთვის ეს რესურსია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ბოლონიასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

,,შეგვიძლია, უკეთ ვითამაშოთ. ,,აიაქსთან'' ბოლო მატჩში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და სერია A-ს ცხრილს თუ გადავხედავთ, მდევრებთან სხვაობა სულ რამდენიმე ქულაა. სატურნირო ცხრილი ჩვენს ხელთაა, რადგან გაუმჯობესება ყოველთვის შეგვიძლია.

ჩვენი მიზანი მატჩების მოგებაა და მუხტს სწორედ ეს გვაძლევს. საინტერესო ის არის, რომ ჩვენი მთავარი მეტოქე საკუთარი თავია და გვინდა, ვიცოდეთ, რამდენად ძლიერები ვართ.

რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, ამასთან გამკლავება ადვილია, რადგან 11-ნი ვთამაშობთ, შემადგენლობაში კი 25 ფეხბურთელი გვყავს. მნიშვნელოვანია, რომ რესურსი სხვადასხვა პოზიციაზე იყოს. მაგალითად, მაშინ, როცა ოსიმენს ტრავმა ჰქონდა, რასპადორი და სიმეონე რომ არ გვყოლოდა, თამაშებს ვერ მოვიგებდით. შესაძლოა, მედიაში გიჭირთ ჩემი სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა, მაგრამ ეს ჩემთვის რესურსია,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლი” ,,ბოლონიას” უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 20:00 საათზეა, ჩანიშნული.

9 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა (პირველადგილოსან ,,ატალანტას'' ანგარიშზე 10 თამაშში 24 ქულაა).

სხვა სტატიები