Belive

სპალეტი: ,,რუის წითელი? ეს ინციდენტი ზრდასრულობის ნიშანი ნამდვილად არ ყოფილა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ემპოლისთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ჩემი ფეხბურთელები დღევანდელი თამაშისთვის მილოცვას იმსახურებენ. პირველი ტაიმის შემდეგ, ოსიმენი ჩემზე ცოტათი გაბრაზებული იყო, რადგან შესვენების დროს შენიშვნა მივეცი. მან მითხრა: ,,არ დაგავიწყდეს, რა მოხდა გასულ სეზონში (ნაპოლიმ ემპოლისთან სტუმრად 2:0-დან 2:3 წააგო). ოსიმენი ლიდერია, მას შესაფერისი მენტალიტეტი, გუნდთან მუშაობისა და შედეგისთვის ბრძოლის სურვილი აქვს.

მარიო რუის წითელი? ეს ინციდენტი ზრდასრული ადამიანის შესაფერისი ნამდვილად არ ყოფილა, იმისგან განსხვავებით, რაც სხვა ფეხბურთელებისგან ვნახეთ. ვიხილეთ ისიც, როგორ გაერთიანდნენ დანარჩენები და სწორი რეაგირება ჰქონდათ მომხდარზე. მეორე ტაიმში ნახევარმცველები ძალიან ხისტები იყვნენ, გააფთრებული სახეებით ცდილობდნენ, რომ შედეგისთვის მიგვეღწია, რაც ამ სეზონში, შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს.

მოტივაცია უნდა შევინარჩუნოთ და ფოკუსირებულნი ვიყოთ,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

24 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს პარასკევს, 3 მარტს, ,,ლაციოსთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები