Belive

რუდი გარსია: ,,რასპადორის პრობლემები 4-3-3 და ოსიმენია''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,სალერნიტანასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,კარგად დავიწყეთ, მგონი, ამ სეზონში პირველი შემთხვევაა, როცა საწყის 15 წუთში გოლი გავიტანეთ და მიზანიც ეს იყო.

მეორე ნახევარში პასებითა და სწრაფი მოძრაობით კარგად ვითამაშეთ, თუმცა გილერმო ოჩოამ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, პოლიტანომ კი ბურთი ძელს გაარტყა. მიხარია, რომ ელმასმა გაიტანა, რადგან ეს დაიმსახურა.

რასპადორი? მისი პრობლემები ოსიმენი და 4-3-3-ა (იცინის). ოსიმენის დაბრუნებას ვერ დაველოდებით. შემტევ ხაზში ბევრი ვარიანტი გვაქვს. ტაქტიკის შეცვლაც შეგვიძლია, მაგალითად ისე, როგორც ეს მილანთან მატჩში გავაკეთეთ - სიმეონე შემოვიყვანეთ და რასპადორი უფრო ნახევარდაცვას დავახმარეთ.

მომავალი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე? გვინდა, რომ საკუთარ მოედანზე მოვიგოთ და ჯგუგიდან გასასვლელად მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვოთ. - რუდი გარსია

სერია A-ს მე-11 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,სალერნიტანას'' სტუმრად 2:0 მოუგო.

გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 7 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,უნიონ ბერლინთან'' გამართავს.

სხვა სტატიები