Belive

სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მედიის კრიტიკისგან იცავს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

როგორც უკვე იცით, გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების პირველი ეტაპი დასრულდა, სადაც "ნაპოლიმ" "მილანის" წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პირველად გავიდნენ.

შეხვედრა სპალეტის გუნდისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. 22-წუთზე "მილანს" წინ გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა, მერეტმა ჟირუს პენალტი აუღო. საბოლოოდ, ფრანგმა 43-ე წუთზე მაინც შეძლო მეტოქის კარის აღება. "ნაპოლის" გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ კვარაცხელიამ 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა. 93-წუთზე სპალეტის გუნდმა მაინც შეძლო გოლის გატანა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მაინც დამარცხდნენ.

იტალიური მედიის რამდენიმე წარმომადგენელმა გაფუჭებული მომენტის გამო ხვიჩა გააკრიტიკა. "კვარადონადან ყველაზე ცუდ ინსინიემდე" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია fantacalcio-მ.

"აშკარაა, რომ კვარაცხელიას ცუდი პერიოდი უდგას. არა მხოლოდ მისი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის. ამ თვეში გამართულ 3 თამაშში ხვიჩამ ვერცერთ ჯერზე შეძლო თავისი სტანდარტების შესაბამისად ეთამაშა. Fantasy Football-ის მიხედვით მან 6.0 და 5.5 შეფასებებიც კი დაიმსახურა." - წერს იტალიური გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ საპირისპირო აზრზეა "ნაპოლის" იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი, რომელმაც ხვიჩა კრიტიკისგან დაიცვა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 64 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებისგან დასმულ შეკითხვებს ასე უპასუხა:

"მას არაჩვეულებრივი ხარისხი აქვს. ის მაინც აჩვენებს თავის ხარისხს და მისი შესაძლებლობებით მიგვიყვანს იმ დიდ მიზნამდე, რომელიც დასახული გვაქვს."

მიუხედავად ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისა, ცხადია, რომ კვარაცხელია "ნაპოლისთვის" უდიდეს ძალას წარმოადგენს და მის ნიჭს მწვრთნელი ყოველთვის დააფასებს.

სხვა სტატიები