პარი სენ-ჟერმენის გასეირნება ატლეტიკოსთან | რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ?
პსჟ-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მარტივი გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, პარიზული გუნდი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.
მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც პირველსავე ტაიმში 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული. ქართველმა ჯერ ფაბიან რუისს გაატანინა, შემდეგ კი ვიტიანიას - პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში სათამაშო კუთხით არაფერი შეცვლილა, ტემპს ისევ ფრანგები აკონტროლებდნენ და ატლეტიკო ვერაფერს ქმნიდა. ხვიჩას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ობლაკმა შორეულ კუთხეში მიმავალი ბურთი ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. ლუის ენრიკემ ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალა. 78-ეზე მოედნიდან ატლეტიკოს ცენტრალური მცველი, კლემან ლენგლე გააძევეს და თამაშის ბოლოს მაიულუმ 3-ბურთიანი გახადა სხვაობა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი პენალტი კანგ ლიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიტინია გახდა (8.1), მეორე საუკეთესო შეფასება კი ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა (7.9).
პსჟ მეორე ტურის შეხვედრას, 20 ივნისს, ბოტაფოგოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
Entrée réussie dans la compétition 🎯#FIFACWC pic.twitter.com/SrCyuakF7T
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) June 15, 2025