Belive

სპალეტი: ,,გვარდიოლას ბარსელონას ვგავართ? მადლობა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სასუოლოსთან'' სტუმრად მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გვარდიოლას ,,ბარსელონას'' ვგავართ? მადლობა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მშვიდები უნდა ვიყოთ. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. დღეს შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, ბოლო რამდენიმე თამაშში ხარისხი გვაკლდა, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე ვერ ვიტყვით. მეორე ტაიმში მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ახლა ჩვენთვის კარგი მომენტია, მაგრამ მოშვების საშუალება არავის არ აქვს და ეს მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

ოსიმენის ტრავმას რაც შეეხება, პირველადი დაკვირვებით, სერიოზული დაზიანება არ ჩანს. ცოტა დაღლილია.

აინტრახტთან მატჩი? ეს ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. შარშან მათ ევროპა ლიგის ფინალში თამაშით დიდი გამოცდილება მიიღეს. თითოეულ თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს, გადამწყვეტი იყოს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლო” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

23 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 62 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 18 ქულით უსწრებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები