Belive

სპალეტი: ,,არც ისეთი თავხედები ვართ, სეზონი ისე ვაკონტროლოთ, თითქოს, ყველაფერი ფორმალობაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ატალანტასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,სეზონის წინ ცდილობთ, გუნდის მენტალიტეტი ჩამოაყალიბოთ, ,,ატალანტასთან'' სტუმრად მოგებულმა მატჩმა კი განამტკიცა ფეხბურთის ის სტილი, რომლის თამაშიც გვინდოდა. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. ,,ატალანტა'' ,,ლაციოსგან'' სრულიად განსხვავებულად თამაშობს, ისინი სივრცეს გაძლევენ, თუმცა სწრაფად მოდიან და თავს გესხმიან.

არ ვფიქრობ, რომ ,,ლაციოსთან'' მარცხზე რაიმე განსაკუთრებული რეაგირება გვჭირდება, რადგან სწორი დამოკიდებულება გვქონდა და მცირე დეტალების გამო წავაგეთ. ,,ნაპოლი'', ნეაპოლი და ნეაპოლიტანელები მოტივაციისთვის საკმარისია.

სკუდეტოს მოგება? თქვენ ყოველთივს მომავალ მატჩებზე საუბრობთ, აწმყოზე კი არასდროს, მაგრამ ჩვენ ხვალინდელ თამაშზე ბოლომდე კონცენტრირებულები ვართ. არც ისეთი თავხედები ვართ, რომ სეზონი ისე ვაკონტროლოთ, თითქოს, ყველაფერი ფორმალობაა. ეს მანამ გაგრძელდება, სანამ მეტოქეს ჩვენზე დაწევის მათემატიკური შანსი ექნება. ჩვენ ,,ლაციოს'' წინააღმდეგ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მაინც ხელცარიელი დავრჩით, რადგან მათ მომენტებით მაქსიმალურად ისარგებლეს, ისევე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე შეხვედრაში,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ხვალ, სერია A-ს 26-ე ტურში, ,,ნაპოლი'' ,,ატალანტას'' უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ლუჩიანო სპალეტის გუნდს 25 ტურის შემდეგ 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები