Belive

"დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ" - ხვიჩა კვარაცხელია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაპირისპირება შედგა.

ნეაპოლში, "დიეგო მარადონაზე" გამართული უხვგოლიანი მატჩი, "პარტენოპეის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა და ამ დამაჯერებელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც მოედანზე იფრინა. "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, კვარამ პენალტი გამოიმუშავა და თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიან უგოლო სერიას ბრწყინვალე გოლით დაუსვა წერტილი. თითქოს ეს არ კმაროდა, კვარამ შეცვლაზე შემოსულ სიმეონეს იდეალური საგოლე პასიც გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კვარამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

გოლი დიდი ხანია არ გამიტანია, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება. მთავარია, ამან ნეგატიურად არ იმოქმედოს და არ გაგანერვიულოს. მე დავბრუნდი და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან გუნდს დავეხმარე. არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა. - ხვიჩა კვარაცხელია.

სხვა სტატიები