Belive

მაცარი: "კვარაცხელია დიდ უპირატესობას გვიქმნის და ეს უნდა გამოვიყენოთ..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთმელმა - ვალტერ მაცარიმ, "იუვენტუსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"იმ გუნდის მთავარ მოთამაშეებს, რომელმაც სკუდეტო მოიგო, მოწინააღმდეგეები უკვე კარგად ცნობენ და მეტ ყურადღებას უთმობენ. მათი თამაში მეტოქე გუნდის მწვრთნელებისთვის უკვე პროგნოზირებადია, ამიტომ ამ მთავარმა მოთამაშეებმა ისეთი პოზიციები უნდა მოძებნონ, სადაც გამუდმებით ორმაგი დაცვის ქვეშ არ იქნებიან.

გარდა ამისა, მინდორზე მათ ხშირად მოუწევთ გადაადგილება და სივრცეების გამოსათავისუფლებლად გამოსავლის ძებნა. მაგალითად, თუ კვარაცხელიას 3 მოწინააღმდეგე ეთამაშება, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 მოთამაშე თავისუფალია და მათი გამოყენება უნდა შევძლოთ..." - ვალტერ მაცარი

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

განვლილი 14 ტურის შემდეგ, "ბებერი ქალბატონები" ცხრილში 33 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო "ნაპოლი" 24 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები