სოლსკიაერი: "ეს იყო ფანტასტიკური ღამე, მადლობა მთელ გუნდს ყველაფრისთვის"
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. მათ შეუძლებელი შეძლეს. თამაშის წინ მოთამაშეებს ვუთხარი, რომ გასულიყვნენ მინდორზე და ფეხბურთი ეთამაშათ. ერბინათ და ყველაფერი გაეკეთებინათ მოსაგებად. მომენტების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პარიზში თამაში ურთულესია და ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ეს საუკეთესო მომენტია. გუნდში კარგი სიტუაციია. ჩვენ ყველას ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას" - განაცხადა სოლსკიაერმა.გარი ნევილმა მას კვირას გასამართ, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზეც ჰკითხა, რომელშიც "პრემიერლიგის" ეგიდით "წითელი ეშმაკები" "არსენალს" დაუპირისპირდებიან.
"დიახ, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლა ოტხეულისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. რთული მატჩი იქნება და იმედია წარმატება ჩვენ დაგვრჩება" - აღნიშნა სოლსკიაერმა.