Sofascore - ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული პოზიციების მიხედვით
პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა, Sofascore-მა, პოზიციების მიხედვით 2025-2026 წლის სეზონის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული დაასახელა.
სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელი მადრიდის რეალიდან მოხვდა, 2 - ბარსელონადან, თითო-თითო კი არსენალიდან, ინტერიდან, მანჩესტერ სიტიდან, პარი სენ ჟერმენიდან და პორტუდან.
თერთმეტეულის ყველაზე ძვირადღირებული წევრი ლამინე იამალია, რომელიც 215 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ახალი სეზონის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე - დიოგუ კოშტა (43 მილიონი)
მცველები - მენდეში (70 მილიონი), ბასტონი (75 მილიონი), სალიბა (75 მილიონი), არნოლდი (77 მილიონი)
ნახევარმცველები - ბელინგემი (170 მილიონი), პედრი (153 მილიონი)
თავდამსხმელები - ვინისიუსი (177 მილიონი), იამალი (215 მილიონი), მბაპე (191 მილიონი), ჰოლანდი (196 მილიონი)
