სნუპ დოგი სუონსის თანამფლობელი გახდა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული რეპერი, სნუპ დოგი სუონსი სიტის თანამფლობელი და ინვესტორი გახდა. ინფორმაცია უელსურმა კლუბმა დაადასტურა:
,,იმედია სნუპის გლობალური ცნობადობა და ფეხბურთისადმი მისი სიყვარული, სუონსის სახელის რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.'' - წერია სუონსის ვებგვერდზე
თავად სნუპმა განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა კლუბის ისტორიას ჰქონდა:
,,ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული ყველასთვის ცნობილია, თუმცა სუონსი სიტის თანამფლობელობა ჩემთვის განსაკუთრებულია. გუნდისა და რაიონის ისტორიამ ჩემზე ნამდვილად იმოქმედა, ეს ამაყი მუშათა კლასის ქალაქი და გუნდია.
ვამაყობ, რომ სუონსის ნაწილი ვარ და კლუბის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.'' - სნუპ დოგი
წინა 6 სეზონის მსგავსად, სუონსი კვლავ ინგლისის ჩემპიონშიფში იასპარეზებს. გასული სეზონი ,,გედებმა'' სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზე დაასრულეს.
რამდენიმე თვის წინ, სუონსი სიტის წილი მილანის ახალწვეულმა, ლუკა მოდრიჩმაც შეიძინა.
Swansea City is delighted to announce global rap superstar and multi-platinum selling artist @SnoopDogg has become the club’s latest high-profile co-owner and investor.
— Swansea City AFC (@SwansOfficial) July 17, 2025
👉 https://t.co/x0Rn7Jrapo pic.twitter.com/WkmrtBd56k