Belive

სლოტი: ,,ლივერპულის ხელმძღვანელებისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსვ ეინდჰოვენთან მარცხის შემდეგ, არნე სლოტმა გუნდში საკუთარი პოზიციის შესახებ ისაუბრა:

,,თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და მშვიდად ვარ, რადგან ლივერპულის ხელმძღვანელებისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ყველაფერი გამოგვესწორებინა და გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა, როცა მწვრთნელი ხარ და საქმეები ცუდად მიდის, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება.

ეს არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელები ყოველ წუთს მეუბნებიან: ,,ჩვენ მხარს გიჭერთ...'' ისინი ყოველ წუთს არ მირეკავენ იმის სათქმელად, რომ მენდობიან, უბრალოდ, ამას ვგრძნობ.

ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით არ ვნერვიულობ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რთულ სიტუაციაში ვარ, მაგრამ, დროა, ყველაფერი შევცვალოთ. უფრო მეტი უნდა ვიშრომო და ამის გაკეთებას ყოველ დღე ვცდილობ. ვფიქრობ, რაც ხდება, ყველასთვის შოკია. ჩვენი გუნდის დონის გათვალისწინებით ეს ძალიან მოულოდნელია.'' - არნე სლოტი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ლივერპულმა პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

5 ტურის შემდეგ მერსისაიდელებს 9 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები