Belive

ლივერპულის მდგომარეობა მძიმდება - სალაჰი მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპული მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად ასპარეზობს და უკანასკნელ ცნობებს თუ გავითვალისწინებთ, მერსისაიდულ გრანდს მორიგი თავსატეხი ელის. ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მო სალაჰი ლივერპულს 15 დეკემბერს დატოვებს, რათა ეგვიპტეს აფრიკის ერთა თასზე დაეხმაროს.

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებდა, რომ სალაჰს გაცილებით ადრე დაიბრუნებდა და ვარსკვლავი 8 დეკემბერს, ნიგერიის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ლივერპულთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

აფრიკის ერთა თასი 21 დეკემბერს დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება - იმ შემთხვევაში თუ ეგვიპტე ფინალში გასვლას შეძლებს, სალაჰი ლივერპულს პრემიერ ლიგის 6 მატჩში ვერ დაეხმარება. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა 22 იანვარს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში შეძლოს მონაწილეობის მიღება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში, ლივერპულმა მხოლოდ შვიდის მოგება შეძლო. მერსისაიდელები 6 შეხვედრაში დამარცხდნენ და 21 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან, რასაც სეზონის სტარტზე თითქმის არავინ წარმოიდგენდა.

სხვა სტატიები