Belive

Sky Sports | რონალდუ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკანასკნელი ცნობების თანახმად, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას გეგმავს და მზადაა იტალიაში დაბრუნდეს. Sky Sports-ის მტკიცებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კვლავ "იუვენტუსში" არ დაბრუნდება და მის ნაცვლად "ნაპოლის" კანდიდატურას განიხილავს.

Sky Sports-ი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელის სამსახურით ნეაპოლიტანური კლუბის მესვეურებიც აქტიურად ინტერესდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენა "ჩელსის" სურს. იმ შემთხვევაში, თუ "არისტოკრატები" ნეაპოლელთა ლიდერის ტრანსფერს განახორციელებენ - "ნაპოლის" შეტევის გასაძლიერებლად ისეთი სახელოვანი ვარსკვლავის დამატება შეეძლება, როგორიცაა კრიშტიანუ რონალდუ.

შეგახსენებთ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ.

ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს მიერ “ოლდ ტრაფორდის” ნაადრევად დატოვების შემდეგ აგორდა, რის გამოც ტენ ჰაგმა იგი დასაჯა და “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.

სხვა სტატიები