Belive

Sky Sports-ის ჟურნალისტის განმარტება, თუ რატომ დაუჭირა მხარი ხვიჩა კვარაცხელიას

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იტალიურ ფეხბურთთან ძალიან დაახლოებულმა ფიგურა - პაოლო კონდომ, ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე უმაღლესი ქულა ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა.

პაოლო კონდო "Sky Sports"-ის, "su Repubblica"-სა და "Rivista Undici"-ს სპორტული ჟურნალისტია.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი დაუსვა კითხვა, მაშინ როდესაც მესი, ჰოლანდი და მბაპე ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები იყვნენ, რატომ დაუჭირა მხარი ხვიჩა კვარაცხელიას, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.

"რატომ მივეცი ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?! - იმიტომ, რომ როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მიდგება საქმე, სახელდება წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ასეა თუ არა ეს?!

მე დიდიხანია ფეხბურთის ექსპერტი ვარ და ამ სპორტით ვცხოვრობ. ხვიჩა კვარაცხელიას მხარი იმიტომ დავუჭერე, რომ მე წინა სეზონამდე კვარას სახელი და გვარი არ ვიცოდი. იგი გამოვიდა და წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა, მოიგო სკუდეტო, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, გახდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მისი გოლი დასახელდა სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად...

საერთოდ უცნობიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 სეზონში შეძლო. - აი ამიტომ დავუჭირე მე მხარი ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მომავალ დაჯილდოებებზე უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებს..." - პაოლო კონდო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მე-17 პოზიცია დაიკავა, 2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც კარიერაში მე-8 ოქროს ბურთი მოიპოვა.

სხვა სტატიები