Sky Sport: გერმანიის ნაკრებმა მწვრთნელი დაითხოვა
Sky Sport-ის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის ნაადრევი გამოვარდნის შემდეგ დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მზად არის დაიკავოს აღნიშნული პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებას მიიღებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებმა E ჯგუფში ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით კოტ-დ’ივუარს გაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა 1/16-ფინალურ ეტაპზე პარაგვაისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა (პენალტების შერიაში).
ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2023 წლის სექტემბერში დაინიშნა. გერმანიის ფეხბურთის კავშირის მხრიდან, კლოპის მიმართ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაჟღერებულა.
Breaking News!🚨 Nach Informationen von Sky Sport ist Nagelsmann kein DFB-Coach mehr!🇩🇪❌#SkySport #DFBTeam #Nagelsmann pic.twitter.com/dWlwQy770Q
— Sky Sport (@SkySportDE) July 3, 2026
შეგახსენებთ, რომ პარაგვაისთან გამოვარდნის შემდეგ, ნაგელსმანი ნაკრებში მუშაობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა როგორც ჩანს, გერმანული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ ეს სურვილი არ დააკმაყოფილა.
მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გარბის. თუ გერმანიის ფეხბურთის კავშირს (DFB) სურს, რომ მუშაობა გავაგრძელო, მე დავრჩები. მე ვიცი ფეხბურთის მექანიზმები და კარგად მესმის, როგორ მუშაობს ეს ინდუსტრია.
ვიცი, ბევრს სურს ჩემი წასვლა, თუმცა სიამოვნებით გავაგრძელებდი საქმიანობას, თუ ფეხბურთის ასოციაცია ამის მზადყოფნას გამოთქვამს. - იულიან ნაგელსმანის განცხადება პარაგვაისთან გამოვარდნის შემდეგ