Belive

სკანდალის მიუხედავად: იუვენტუსი ფაჯიოლის ახალ კონტრაქტსა და გაზრდილ ანაზღაურებას სთავაზობს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსი" გუნდის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნიკოლო ფაჯიოლისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

კონკრეტულად, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი 22 წლის ნახევარმცველს 2026 წელს უმთავრდება, თუმცა "ზებრების" ხელმძღვანელობა მისთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომელშიც ასევე ანაზღაურების ოდენობაც გაზრდილი იქნება.

იმის მიუხედავად, რომ ფაჯიოლი არალეგალური ფსონების განთავსების საქმეშია ბრალდებული და მას 7-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ტურინული გუნდი მას მხარდაჭერას უცხადებს და ხელფასის ოდენობის ზრდასაც ჰპირდება.

თავად ნიკოლო ფაჯიოლი კმაყოფილია ტურინელთა შემადგენლობაში ყოფნით და წინააღმდეგი არ არის, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

რაც შეეხება ფსონების საქმეს, ფაჯიოლის 12 500 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრება. ამავე დროს, დისკვალიფიკაციის პერიოდში, "იუვენტუსი" ფეხბურთელის ხელფასს არ შეამცირებს.

ნიკოლო ფაჯიოლი "იუვენტუსის" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის შემადგენლობაში 45 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მან გუნდთან ერთად თითო-თითოჯერ იტალიის ჩემპიონატის, თასის და სუპერ თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები