"მარტინესს იუვენტუსში გადასვლა სურს, მაგრამ ტურინელებს თანხის გადახდა არ უნდათ" - ჯანლუკა დი მარციო
იტალიური გრანდი იუვენტუსი ძალიან ახლოსაა არგენტინელი მეკარის ემილიანო მარტინესის დამატებასთან, ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, ტურინელებმა დიბუსთან ხელფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე აწარმოეს და ფეხბურთელიც ამ შეთანხმებას უკვე დათანხმდა, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო დეტალია. მას იუვენტუსში უფრო მაღალი ხელფასი ექნება, ვიდრე ამჟამად ასტონ ვილაში იღებს.
წყაროში ასევე ნათქვამია, რომ არგენტინელის აზრით ეს მისთვის იდალური არჩევანია, ისედაც ტიტულებით დატვირტული კარიერის დასასრულებლად. ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი დეტალი არის კიდევ ერთი რამ, რომ იუვენტუსს მარტინესის გადაბირება უფასოდ სურს, მაგრამ ეს რამდენად გამოუვა ტურინულ გუნდს ეს არის გასარკვევი.
La @juventusfc è sempre più vicina a Emiliano Martínez: c'è l'accordo con l'argentino @SkySport https://t.co/VvZjFYhm72
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) June 9, 2026
ემილიანო მარტინესი ასტონ ვილაში 2020 წელს გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს გაფორმებული.