Belive

სკანდალი 'ელ კლასიკოს' წინ - რას ითხოვს რეალი?

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის მოახლოებული ფინალის წინ მადრიდის "რეალს" პრეტენზიები აქვს. შეგახსნებთ, რომ თასის ფინალში 'ელ კლასიკო' შედგება, ტემპერატურამ კი წინა დღეს მკვეთრად მოიმატა. მივყვეთ ქრონოლოგიურად:

ფინალის მთავარ მსაჯად ფედერაციამ დე ბურგოს ბენგოეჩეა დანიშნა. ამ კვირაში, რეალის ტელევიზიამ დე ბურგოსის წინააღმდეგ ვიდეო გაავრცელა. არხი, მთელი სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა მსაჯის მიმართ კლუბის კრიტიკის მთავარი პლათფორმაა. თებერვალში რეალ მადრიდმა ასევე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ესპანური მსაჯობა მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

დღევანდელ პრესკონეფერენციაზე, ფინალზე დანიშნულმა მსაჯმა, რიკარდო ბენგოეჩეამ განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თავის შვილს სკოლაში აბულინგებენ და ეუბნებიან, რომ ცუდი მამა ჰყავს.

ამ ყველაფერს რეალის მხრიდან მოყვა პროტესტი, დღევანდელი პრესკონფერენციის, ვახშმისა და ვარჯიშის გაუქმება. მეტიც, ისინი მოითხოვდნენ მსაჯების შეცვლას.

ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფინალის მსაჯები არ შეიცვლებიან.

სევილიაში, კიდევ ერთ დიდ საფეხბურთო მატჩს ზუსტად ისე ვიხილავთ, როგორც ეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაგეგმა.

სხვა სტატიები