სკალონი: "მესიმ 120 წუთი ითამაშა, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს რომ დაიღალა"
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, არგენტინის ნაკრები ეგვიპტეს დაუპირისპირდება. 1/16-ფინალური ეტაპი ორივე გუნდმა გაჭირვებით გადალახა. არგენტინას 120 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ დებიუტანტი კაბო ვერდე სახლში გაეშვა (3:2), ხოლო ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა.
არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა, დაპირისპირების წინ, მესის ფიზიკურ მდგომარეობასა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.
როგორ მოვახერხეთ ეს (არგენტინის ეროვნული ნაკრების არსის აღდგენა)? შევახსენეთ მათ, თუ როგორ მოქმედებდნენ საკუთარ ეზოებში, სახლებში, უბნის გუნდებში, როდესაც ბურთი არ ჰქონდათ. ვუთხარით, რომ ეცადათ მისი დაბრუნება. არის მომენტები, როდესაც ტაქტიკა და სტრატეგია მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან როდესაც გეგმა არ ამართლებს, სათამაშო სქემა როგორმე უნდა დაარღვიო. გუნდს ეს შინაგანად აქვს გამჯდარი.
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ, ისევე როგორც ყველა სხვა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელთაგან ამჟამად არცერთი არ აჩვენებს „ტოტალურ ფეხბურთს“. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარგად ვერ ვთამაშობთ, ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ ეს ბიჭები მოედანზე ყოველთვის ავლენენ დამატებით ხასიათს, მონდომებასა და წაგებისთან შეურიგებლობას.
არის თუ არა ლეო (მესი) მზად? მარტივი პასუხი მაქვს - მართალია, მან 120 წუთი ითამაშა, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს, რომ დაიღალა, ასე რომ დიახ, მზადაა. - განაცხადა ლიონელ სკალონიმ
SCALONI CONFIRMÓ LA TITULARIDAD DE MESSI 🙌🙌
— LA CENTRAL DEPORTIVA (@lacentrald_sf) July 7, 2026
Entre bromas, el técnico de la Selección dijo que el capitán no le manifestó ninguna molestia física, a pesar de haber jugado 120 minutos ante Cabo Verde 🇦🇷 pic.twitter.com/0rc5CRS86z
დღევანდელ შეხვედრაში, არგენტინის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, რამდენიმე ცვლილებას ვარაუდობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი, შესაძლოა ის იყოს, რომ ლაუტარო მარტინესი ხულიან ალვარესმა ჩაანაცვლოს. ფიქრობენ, რომ მედინას ნაცვლად ტალიაფიკო დაიწყებს, ხოლო ნახევარდაცვაში დაბრუნდება პარედესი.