Belive

სკალონი ადასტურებს | ითამაშებს თუ არა ლეო მესი იორდანიასთან მატჩში?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, იორდანიის ნაკრების პირისპირ, ლიონელ მესი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

"ლეო თამაშს სკამიდან დაიწყებს. გპასუხობთ იმიტომ, რომ თქვენ გულწრფელ პასუხს იმსახურებთ. ლეო მოედანზე მოგვიანებით შემოვა, ისინი, ვინც იორდანიასთან ითამაშებენ, იმსახურებენ, რადგან ამ გუნდის ნაწილი არიან.

მთელი ის ძალისხმევა, რასაც ვარჯიშებზე ვდებთ, სწორედ მათი დამსახურებაა, ამიტომაც ვართ აქ. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ მაშინაც კი, როცა არ თამაშობენ.

ძალიან მინდა, ყველას მივცე სათამაშო დრო და როცა ამის შესაძლებლობა მაქვს, ასეც ვიქცევი, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. მწვრთნელის ოცნებაა, გუნდმა ერთნაირად ითამაშოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შედის შემადგენლობაში.

თუ ამ მაისურს ირგებ და მოედანზე გადიხარ, მიუხედავად იმისა, მატჩს ქულების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ არა. გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გააკეთებ, არაფერი იცვლება. ჩვენ ზუსტად ისევე ვართ განწყობილნი, როგორც პირველ დღეს", - ამბობს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი.

არგენტინის ნაკრებმა საწყის ორ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვებების მოპოვება შეძლო, ჯერ ალჟირთან (3:0), ხოლო შემდეგ ავსტრიასთან (2:0). ყველა გატანილი გოლის ავტორი 8 ოქროს ბურთის გამარჯვებული გახლავთ, რომელიც ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს. ალბისელესტეს, რომელიც 28 ივნისს იორდანიას უნდა შეხვდეს, პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვს და საწყის ეტაპზე მეტოქედ ტურნირის დებიუტანტი კაბო ვერდე ელოდება.

სხვა სტატიები