Belive

სიტიმ ბარსელონას მოთხოვნა დაბლოკა | ბერნარდო სილვა გუნდს არ დატოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" შეთავაზება ბერნარდო სილვასთან დაკავშირებით დაბლოკა.

28 წლის პორტუგალიელი უკვე დიდი ხანია "ბარსელონას" სამიზნეა და კატალონიურმა გრანდმა რამდენჯერმე სცადა მისი შეძენა. ესპანელებმა "სიტის" პორტუგალიელის იჯარით გასხვისება სთხოვეს, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით. თუმცა, "ქალაქელებმა" უარი განაცხადეს.

მანჩესტერელების უარი ბერნარდუს გაშვებაზე, გვარდიოლას ძველ პოზიციას ეწინააღმდეგება. ესპანელი სპეციალისტი ხშირად აღნიშნავდა, რომ ფეხბურთელებს, რომელსაც წასვლა სურდათ არ შეინარჩუნებდა.

ესპანური გამოცემა AS-ის თანახმად, კატალონიელები პორტუგალიელის შეძენას აღარ შეეცდებიან.

სხვა სტატიები