Belive

ლამინე იამალი: “5 წლის შემდეგ 22 წლის ვიქნები - მოემზადე მსოფლიო, მე უკონტროლო ვიქნები“

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას შემტევი, ლამინე იამალი საზაფხულო არდადეგებს ბრაზილიაში, ნეიმართან ერთად ატარებდა, შემდეგ კი იგი სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც აღმოჩნდა, იამალისა და ნეიმარის შეხვედრის ორგანიზება ბარსას ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ შეძლო.

სამშობლოში დაბრუნებულმა იამალმა კი ერთ-ერთ ესპანურ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის მომავალზე საუბრობს - მის ერთ-ერთ გამონათქვამს კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ბარსელონა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წამამდე ასე იქნება.

რამდენიმე დღის წინ რაფინიამ მითხრა, რომ 5 წლის შემდეგ იგი თავის შვილთან ერთად ბრაზილიაში, ტელევიზორთან იჯდებოდა და ჩემს თამაშს დიდი სიხარულით დააკვირდებოდა.

ხუთ წელიწადში 22 წლის ვიქნები... მოემზადე მსოფლიო, მე უკონტროლო ვიქნები“. - ლამინე იამალი

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლამინე იამალი გამორჩეულია იმით, რომ იგი საკუთარ თავზე ძალიან აღმატებულად საუბრობს, თუმცა ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ძალიან ცუდად ხვდებიან.

2024-2025 წლების სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა. 17 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ერთად წელს ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები