ხაბი ალონსო: "მოუთმენლად ველი იამალთან და ბარსელონასთან დაპირისპირებას"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის ახალი, 2025/2026 წლების სეზონმა სტარტი აიღო, პირველი ტურს კი მადრიდის რეალისა და ოსასუნას დაპირისპირება დახურავს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "სამეფო კლუბის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - ხაბი ალონსომ, ახალი სეზონის შესახებ, ოსასუნასთან მატჩზე და ბარსელონას/იამალის შესახებ ისაუბრა.
"მიხარია, რომ რეალთან ერთად ვიწყებ ახალ სეზონს და ჩვენ ამ სეზონში დიდი მიზნები გვაქვს, თუმცა ამაზე საუბარი კიდევ არაერთხელ მოგვიწევს და მოგვიანებით განვაგრძოთ.
დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს ოსასუნასთან მატჩამდე და დიდი ყურადღება დავუთმეთ სისწრაფეს, ტექნიკურ მონახაზებს, კარში დარტყმების კომპონენტს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს - დანარჩენს მატჩი გვაჩვენებს და უკეთ დავინახავთ, თუ რა ასპექტებში გვაქვს თამაში გამოსასწორებელი.
რაც შეეხება იამალისა და ბარსელონას შესახებ დასმულ კითხვას, პირველი ელ კლასიკო 26 ოქტომბერს გვაქვს და ვნახოთ რა და როგორ იქნება, იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ამ თამაშზე რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ვერ ვფიქრობ - ისე კი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მათთან და პირადად ლამინე იამალთან თამაშის და ამ დღეს მოუთმენლად ველი, ის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია..." - ხაბი ალონსო
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ლა ლიგის ახალ სეზონში 19 აგვისტოს, ოსასუნასთან მატჩით ჩაერთვება. მადრიდულ - პამპლონური დაპირისპირება, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.