სიტი როდრის შემცვლელზე მუშაობს | ვინ არის ქალაქელთა მთავარი სამიზნე?
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მანჩესტერ სიტიში როდრის მემკვიდრედ ჩელსის ნახევარმცველს, ენცო ფერნანდესს განიხილავენ:
„ენცო მარესკას მხოლოდ ფერნანდესის დამატება სურს, რადგან წყვილს ჩელსიში ერთად მუშაობის გამოცდილება აქვს და მათ შორის კარგი ურთიერთობაა.
მიუხედავად იმისა, რომ მარესკას დამოკიდებულება არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ეჭვგარეშეა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ჩელსისთან მოლაპარაკებების დაწყება. თუმცა, მარესკა ენცოს დამატებაზე ოცნებობს.'' - წერს დი მარციო
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ როდრი მანჩესტერ სიტის დატოვებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი კატალონიის ბარსელონას უკვე შეუთანხმდა.
ენცო ფერნანდესმა პრემიერლიგის გასულ სეზონში ლონდონის ჩელსის მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
¿FUTURO CIUDADANO PARA ENZO?
— TyC Sports (@TyCSports) August 7, 2026
Rodri se encuentra en la órbita de Real Madrid y Barcelona tras la consagración en el Mundial 2026, Y Manchester City empieza a barajar opciones para reemplazarle y el nombre soñado por el nuevo entrenador Enzo Maresca para conducir el mediocampo es… pic.twitter.com/zwYgZ1dvBN