Belive

სინიშა მიხაილოვიჩმა კორონავირუსიც დაამარცხა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 51 წლის სპეციალისტს კორონავირუსზე ორჯერ გამოკვლევა ჩაუტარდა და ტესტის შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. 8 სექტემბერს, მიხაილოვიჩი გუნდთან მუშაობას განაახლებს. COVID19-ით სერბი თავკაცი 23 აგვისტოს დაინცფიცირდა. უფრო ადრე, მიხაილოვიჩს გაცილებით მძიმე დაავადებაც დაუდგინდა, თუმცა "რომას", "ლაციოს" და "ინტერის" ყოფილმა მცველმა სიმსივნის დამარცხებაც მოახერხა. წინა სეზონში მიხაილოვიჩის გაწვრთნილმა "ბოლონიამ" სერია A-ში მე-12 პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები