Belive

ინტერის პრეზიდენტი: 'იტალია ვეღარ ეჯიბრება შეუზღუდავი ბიუჯეტის მქონე კლუბებს'

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სიმონე ინძაგიმ და მისმა ინტერმა, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დათმო და ისევე, როგორც ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა. ჯერ მანჩესტერ სიტისთან, ახლა კი პსჟ-სთან წაგებამ, ინტერის პრეზიდენტს, ჯუზეპე მაროტას ათქმევინა, რომ იტალიელებს არ შეუძლიათ გაუწიონ წინააღმდეგობა კლუბებს, რომლებსაც ფაქტობრივად შეუზღუდავი ფინანსური რესურსი აქვთ.

რთული საღამო იყო. ჩვენ შევხვდით მეტოქეს, რომელიც აშკარად გვჯობდა. საბოლოო ანგარიშის გათვალისწინებით, წაგება დამსახურებული იყო, თუმცა ამან არ უნდა დაჩრდილოს ჩვენი სეზონი.

ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გულწრფელად ვწუხვართ იმ მრავალი გულშემატკივრის გამო, ვინც აქ ჩამოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად.

წაგების მიზეზებს არ ვეძებ, თუმცა ცხადია, რომ იტალიას აღარ აქვს ის ფინანსური ძალა, რაც ადრე ჰქონდა - ჩვენ ვერ ვეჯიბრებით ისეთ კლუბებს, როგორიცაა პსჟ, რომლებსაც პრაქტიკულად შეუზღუდავი ბიუჯეტი აქვთ. მიუხედავად ამისა, „Made in Italy“ რჩება ბრენდად, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი შედეგების მიღწევა. ჩვენ ეს ორჯერ დავამტკიცეთ - მწვრთნელისა და მოთამაშეების ხარისხის წყალობით. - განაცხადა ჯუზეპე მაროტამ

ისტორიის განმავლობაში, ინტერმა ჩემპიონთა ლიგის თასი 3-ჯერ მოიგო, 4-ჯერ კი ფინალში დამარცხდა. მათ შორის 2023 წელს მანჩესტერ სიტისთან. უკანასკნელი იტალიური კლუბი, რომელმაც თასი აღმართა სწორედ ინტერია, ეს ჟოზე მოურინიოს გუნდმა 2010 წელს შეძლო.

სხვა სტატიები