ლივერპული ბარკოლას არ იყიდის - პრიორიტეტული მათი აკადემიის ფეხბურთელია
გუშინ, ფრანგულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლივერპული პსჟ-ს ფრანგი შემტევის - ბრედლი ბარკოლას ტრანსფერით არის დაინტერესებული, რადგან ალექსანდრ ისაკის შეძენასთან დაკავშირებით სირთულეებს კვლავ აწყდებიან.
პარალელურად, შვედი ფორვარდი ნიუკასლის ვარჯიშებს დაუბრუნდა და კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად 2 ოფიციალური შეთავაზებისა, არც ალექსანდრ ისაკი გადავა ლივერპულში.
თუმცა როგორც ცნობილი გამოცემა "The Athletic" იუწყება, რომ არნე სლოტის გუნდი ამჟამად პსჟს ვინგერის შეძენას არ განიხილავს, რადგან მასზე უდიდესი შთაბეჭდილება, მათივე აკადემიის 16 წლის ფეხბურთელმა - რიო ნგუმოამ მოახდინა, რომელმაც პრე-სეზონში 2 გოლის გატანა, 2 საგოლე გადაცემის შესრულება და თავისი პოტენციალის ძალიან კარგად გამოააშკარავება შეძლო, რის გამოც, იგი ახალი სეზონიდან, რომელიც 15 აგვისტოდან დაიწყება, პირველ კლუბში ბევრ სათამაშო დროს მიიღებს.
🚨 Despite reports in France, Liverpool are not currently considering a move for PSG's Bradley Barcola.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) August 7, 2025
Pursuing someone like Barcola would block the pathway for 16-year old Rio Ngumoha.
(Source: @TheAthleticFC) pic.twitter.com/zSFZytXAcs
შეგახსენებთ, რომ ლივერპული 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. მათ, ფლორიან ვირცის, უგო ეკიტიკეს, მილოშ კერკეზისა და ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერში 260 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯეს.
მიუხედავად უზარმაზარი დანახარჯებისა, მერსისაიდული გრანდი მზადაა, ნიუკასლიდან ისაკის გადასაყვანად რეკორდული თანხა გადაიხადოს.