სიმონე ინძაგი: "სიმტკიცით და რწმენით ბაიერნთან გავიმარჯვეთ და ყველაფერს სახლში გავაგრძელებთ"
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორმატჩიანი დუელის საწყის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი საუბრობს.
"ჩემს ბიჭებს უნდა მივულოცო. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დადებითი შედეგი. აღფრთოვანებული ვარ ჩვენი თამაშით.
ვიცით, რომ ეს მხოლოდ საწყისი ნახევარია. მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ "ინტერმა" მტკიცედ და გამბედაობით შეძლო "ბაიერნთან" თამაში, რაც ძალიან კარგია.
ნამდვილად დიდი მატჩი გამოვიდა, რომლის შედეგიც გვახარებს. ჩვენ მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ და შვიდ დღეში მოგვიწევს ამ თამაშის გაგრძელება ჩვენი გულშემატკივრების წინაშე.
მეტ ზეწოლას ველოდი ჩვენი მეტოქეებისგან, მაგრამ ისინი შეხვდნენ გუნდს, რომელმაც კარგად ითამაშა. ორი გოლი გავიტანეთ, კონტრშეტევებზე ძალიან კარგად ვითამაშეთ.
თამაშის მიწურულსაც არ შეგვიწყვეტია გამარჯვების რწმენა, მიუხედავად გაშვებული გოლისა.
მატჩისთვის მოსამზადებლად დღენახევარი გვქონდა: ბევრი ვისაუბრეთ, "ბაიერნისთვის" ბურთის წართმევა და პრესინგის დროს ინდივიდუალურად თამაში გვჭირდებოდა.
საწყის ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში "ბაიერნმა" აქტიურად შეგვიტია, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულები ვრჩებოდით, რასაც გამარჯვების მომტანი გოლიც მოწმობს", - ამბობს სიმონე ინძაგი.
"ინტერი" "ბაიერნს" 16 აპრილს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.