Belive

ინტერი ერიკ გარსიას ტრანსფერით ინტერესდება

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ინტერი ბარსელონას მცველის ერიკ გარსიას ტრანსფერით ინტერესდება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიური გუნდი მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველის დამატებას განიხილავს, რადგან ფრანჩესკო აჩერბის და სტეფან დე ვრაის კონტრაქტი ეწურებათ.

იტალიური გამოცემის Sportal-ის ცნობით, თავის მხრივ 24 წლის ერიკ გარსიასაც მომდევნო წელს კატალონიურ გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება და ჯერჯერობით შეთახმებას ვერ მიაღწიეს. ინტერის პრეზიდენტი, ბეპე მაროტა კი მას გუნდის ერთ-ერთ პოტენციურ ფეხბურთელად განიხილავს.

წყაროს ცნობით, ინტერი სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება, რადგან გარსიას შეუძლია, რომ კივუს სისტემას მოერგოს და გუნდშიც შეძლოს ადგილის დამკვიდრება.

სხვა სტატიები