Belive

სიმეონე: ,,ინტერი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ,,ინტერთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ხვალ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. თუმცა, მე ჩემი ფეხბურთელებისა და გუნდის მჯერა და ვიცი, რომ დიდებული კლუბის წინააღმდეგ კარგი თამაში გვექნება. გაიმარჯვებს ის, ვინც კონცენტრაციას არ დაკარგავს.

აქამდე კარგი სეზონი გვქონდა და დროა, ჩვენს დონეს დავუბრუნდეთ, რადგან ფეხბურთი შეცდომებს არ პატიობს. უკვე ჩატარებულ მატჩებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, მთავარია, რა მოხდება ხვალ!'' - დიეგო სიმეონე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ატლეტიკო” ..ინტერს'' უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა მილანური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები