სიმეონე ბაიერნთან მატჩის წინ: „ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით“
მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნს Riyadh Air Metropolitano-ზე უმასპინძლებს.
დიეგო სიმეონეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. მადრიდელები ლა ლიგაში მეორე ადგილზე არიან, ზედიზედ შვიდი გამარჯვება აქვთ მოპოვებული, ხოლო ბოლო ცხრა მატჩიდან ექვსში კარი მშრალად შეინახეს.
საინტერესოა, რომ ატლეტიკოს გერმანულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე გამორჩეული შედეგები აქვს: მადრიდელები ბოლო 16 საშინაო შეხვედრაში დაუმარცხებლები არიან.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სიმეონემ მეტოქის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. საინტერესო გამოწვევა იქნება იმის გარკვევა, თუ რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა, იდეალურ შემთხვევაში, მსურს, 80 წუთის განმავლობაში ჩვენ ვუტევდეთ, ხოლო მეტოქეს შეტევისთვის ბოლო 10 წუთი დავუთმოთ... თუმცა რეალობა განსხვავებულია და ხვალ ყველაფერთან გამკლავება მოგვიწევს“ - დიეგო სიმეონე
ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში ატლეტიკო ოთხი ქულით მე-16 ადგილზეა და საკვალიფიკაციო შანსების გასაუმჯობესებლად გამარჯვება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოსა და ბაიერნის თამაში დღეს, 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.
"Ele faz muito bem ao futebol e aos jovens que assistem a esse tipo de jogadores" Diego Simeone sobre o Bola de Ouro Harry Kane.
— DAZN Portugal (@DAZNPortugal) November 2, 2026
📆 Vê o Atlético x Bayern, terça às 20h00, só na DAZN
📲 𝐎𝐅𝐄𝐑𝐓𝐀 𝐋𝐈𝐌𝐈𝐓𝐀𝐃𝐀 de 𝟏𝟐 𝐦𝐞𝐬𝐞𝐬 com 𝟓𝟎% 𝐝𝐞 𝐝𝐞𝐬𝐜𝐨𝐧𝐭𝐨 👉… pic.twitter.com/q9jF0JwJ8y