Belive

შტურმმა ნოტინგემთან ფრედ ითამაშა | ოთარ კიტეიშვილის შეფასება

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში გრაცის შტურმმა ნოტინგემ ფორესტთან ფრედ ითამაშა.

ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ფეხბურთელმა 10 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1-ში გაიმარჯვა, ბურთს 51-ჯერ შეეხო, 35 გადაცემიდან 26 ზუსტად შეასრულა (74%) და კარში ერთხელ დაარტყა.

ოთარ კიტეიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.8

  • Flashscore - 7.3

  • Whoscored - 6.8

გრაცის შტურმი ევროპა ლიგის ცხრილში 4 ქულით (1 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი) 23-ე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგის ეგიდით 9 ნოემბერს, ზალცბურგის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები