Belive

შოტლანდიის ნაკრებმა ნორვეგიასთან გასამართი ამხანაგური გააუქმა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შოტლანდიამ ორშაბათს, დახურულ კარს მიღმა გასამართი ამხანაგური მატჩი, ტრავმების გამო გააუქმა.

სტივ კლარკის გუნდმა (შოტლანდიამ), შაბათს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ოფიციალურ მოსამზადებელ თამაშში ბოლივია 4:0 დაამარცხა.

შოტლანდია, შარლოტის საწვრთნელ ბაზაზე, ნორვეგიას უნდა შეხვედროდა. ნორვეგიის მთავარმა მწვრთნელმა, სტეილ სოლბაკენმა, ეს რამდენიმე თვის წინ გაამხილა და ტურნირის წინ გეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა, მატჩი აღარ გაიმართება. ამან ნორვეგიელების გაღიზიანება გამოიწვია, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ ქცევის შემდეგ გეგმების შეცვლა მოუწევთ.

კლარკმა შოტლანდიის ნაკრები, 1998 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა მუნდიალზე და გუნდმა ორ ამხანაგურ მატჩში რვა გოლი გაიტანა. შოტლანდია C ჯგუფშია ჰაიტისთან, მაროკოსთან და ბრაზილიასთან ერთად.