Belive

შოთა არველაძემ კარაგუმრუქში პირველი ვარჯიში ჩაატარა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის გუნდი „ფატიჰ კარაგუმრუქი“ ჩაიბარა და ფეხბურთელებთან პირველი ვარჯიში გამართა. გუნდმა ალფარსლან ერდემი გაათავისუფლა და ქართველ მწვრთნელთან შეთანხმებას სწრაფად მიაღწია. 50 წლის ქართველ სპეციალისტს ექვს სხვადასხვა გუნდში უმუშავია. შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ლუი ვან გაალთან ნიდერლანდების „ალკმაარში“ (2008–2010 წლებში) ასისტენტის რანგში დაიწყო.

მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ - განცხადებას შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს

საქართველოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი წვრთნიდა თურქულ „კაისერს“ (2010–2012), „კასიმპაშას“ (2012–2015), „ტრაბზონსპორს“ (2015). 2016–2017 წლებში თელ-ავივის „მაკაბიში“ იყო, 2017–2020-ში – ტაშკენტის „პახტაკორში“, ხოლო 2022 წელს ინგლისურ „ჰალ სიტის“ ავარჯიშებდა.

მწვრთნელის რანგში მან 373 მატჩი ჩაატარა, აქედან შოთა არველაძის გუნდებმა 189-ჯერ მოიგეს, 76-ჯერ ფრედ ითამაშეს და 108 მატჩი წააგეს.

სხვა სტატიები