Belive

არველაძე: ,,3 უგოლო მატჩის შემდეგ, დღეს მეტოქეს 4 გოლი გავუტანეთ''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფატიჰ კარაგუმრუქის'' მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ,,კაისერისპორთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ასეთი შეხვედრებისთვის დამატებითი დასვენება ძალიან სასარგებლოა. დღეს თამაში კარგად დავიწყეთ და პირველივე ტაიმში 3:0 დავწინაურდით. პირველი ნახევრის ბოლო წუთებში გოლი გავუშვით, რამაც მოწინააღმდეგეს იმედი მისცა.

მეორე ტაიმში მეტოქეს 10-12 წუთით ბურთი დავუთმეთ, თუმცა, შემდეგ, ტაქტიკური ცვლილების შედეგად, კონტროლი არ დავკარგეთ. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით.

წინა 3 შეხვედრის შემდეგ, რომლებშიც გოლი ვერ გავიტანეთ, დღეს მეტოქის კარის აღება ოთხჯერ შევძელით. მიხარია, რომ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.'' - შოთა არველაძე

დღეს ,,ფატიჰ კარაგუმრუქმა'' შოთა არველაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო (4:1 კაისერისპორთან).

თურქეთის სუპერლიგის 19 ტურის შემდეგ, არველაძის გუნდი 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა.

,,კარაგუმრუქი'' მომავალ მატჩს 13 იანვარს, ,,ბეშიქთაშის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები