"შეუფერებელი საქციელია" - რეალი ხავიერ ტებასის გადადგომას ითხოვს
ლა ლიგის პრეზიდენტ, ხავიერ ტებასსა და მადრიდის რეალს შორის, დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მწვავდება. ტებასმა, არბიტრებთან დაკავშირებით, რეალის პრეტენზიები გააკრიტიკა და უარჰყო მოსაზრება, თითქოს, რეალის წინააღმდეგ, მსაჯების ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს. ტებასმა, კლუბის შეთქმულების შესახებ, ბრალდებებს საჯაროდ უპასუხა, რასაც "ბერნაბეუზე", მწვავე რეაქცია მოჰყვა.
რეალმა, ოფიციალურ განცხადებაში, ტებასის კომენტარები მიუღებლად და უპასუხისმგებლოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ლა ლიგას ნეიტრალური ხელმძღვანელი სჭირდება. კლუბმა პირდაპირ მოითხოვა ტებასის გადადგომა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან, მადრიდული კლუბის მიმართ, საჯარო თავდასხმები ინსტიტუციის ხელმძღვანელის პოზიციასთან შეუთავსებელია.
იმის მტკიცება, რომ მსაჯები რეალის წინააღმდეგ არიან, სხვა გალაქტიკაში ცხოვრებას ნიშნავს. ეს ნარატივი თავის გასასამართლებლად გამოიყენება და სეზონის პირველივე მატჩებში სხვა, აშკარა პრობლემას ფარავს. ბევრად მარტივია, შეთქმულებაზე მიუთითო, ვიდრე ახსნა, რა ხდება მოედანზე. - ხავიერ ტებასი
ამ კომენტარის საპასუხოდ, რეალი სწრაფი და საკმაოდ კატეგორიული იყო. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენი კლუბისთვის, სრულიად მიუღებელია, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი საკუთარ ინსტიტუციურ პოზიციას რეალის დისკრედიტაციისა და თავდასხმისთვის იყენებს. ამ შეუსაბამო ქცევის ფონზე, მიგვაჩნია, რომ ესპანეთის პროფესიონალურ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება ლიდერი, რომელსაც მისი მართვა და სრული პოტენციალის რეალიზება შეუძლია და რომლის მთავარი მოვალეობაც, ნეიტრალიტეტის დაცვაა."
რეალში შეშფოთებულები არიან ბელინგემისა და ვალვერდეს მდგომარეობითაც, რომლებმაც დერბიში, მძიმე ორთაბრძოლების შედეგად, დაზიანებები მიიღეს. იმავდროულად, მსაჯობის გარშემო განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან რეალი, ლიგის ხელმძღვანელობისგან, პასუხების მიღებას ცდილობს.
🚨 OFFICIAL: Real Madrid statement.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 22, 2026
“In light of the statements made by LaLiga President Javier Tebas Medrano, Real Madrid C.F. wishes to state the following:
Our club considers it intolerable for the LaLiga President to use his institutional position to repeatedly disparage… pic.twitter.com/i5irGHu3aM