Belive

შესაძლოა მომავალ სეზონში ბარსელონამ ლევანდოვსკი დაკარგოს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სხვადასხვა სპორტული გამოცემების თანახმად, შესაძლოა "ბარსამ" რობერტ ლევანდოვსკი დაკარგოს. პოლონელი თავდამსხმელით არაერთი კლუბი ინტერესდება. მთავარი მოქმედი პირები MLS-დან და საუდის არაბეთიდან არიან.

ესპანური მედიის ცნობით, არაბული და ამერიკული კლუბების სიაში ლევანდოვსკი პირველი ნომერია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საზღვრებს გარეთ, 34 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესი გასულ ზაფხულშიც იყო. Football Espana-ს მტკიცებით, "ალ აბჰამ" მის სანაცვლოდ კატალონიელებს 150 მილიონი ევრო შესთავაზა.

საინტერესოა, რომ რობერტს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. თუმცა, როგორც ჩანს კლუბს პოლონელის შენარჩუნება გაუჭირდება.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ "ბლაუგრანას" მაისური 12-ჯერ მოირგო და 6 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები