Belive

შესაძლოა ჰოლანდმა არსენალთან ჩანიშნული შეხვედრა გამოტოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ასტონ ვილასთან" მოგებულ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა მცირე დაზიანება მიიღო. ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქალაქელთა ფორვარდმა "არსენალთან" ვერ ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ ბირმინგემელებთან შეხვედრაში პეპ გვრადიოლამ ნორვეგიელი მეორე ნახევარში არ ათამაშა.

"ერლინგი მოწინააღმდეგეს ერთ მომენტში მძიმედ შეეჯახა. თავს არაკომფორტულად გრძნობდა. შესვენებაზე ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემეცვალა. დიდი იმედი მაქვს ოთხშაბათს ითამაშებს, თუმცა, თუ ის ბოლომდე მზად არ იქნება მოედანზე არ გამოვა." - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

როგორც ზემოთ ვახსენე, "მანჩესტერ სიტი" ოთხშაბათს "არსენალის" წინააღმდეგ ითამაშებს. ერთმანეთს პრემიერ ლიგის ლიდერი და მეორეადგილოსანი ხვდებიან. ლონდონელები მანჩესტერელებს სულ რაღაც სამი ქულით უსწრებენ და აღნიშნულ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მატჩი ოთხაშაბათს 23:30 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები