Belive

შესაძლოა ანდრე ონანამ აფრიკის ერთა თასზე პირველი შეხვედრა გამოტოვოს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Manchester Evening News-ის თანახმად, შესაძლოა ანდრე ონანამ კამერუნის პირველ მატჩს ვერ მიუსწროს. "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი კოტ-დივუარში თვითმფრინავით გაემგზავრა, მაგრამ იამუსუკროს აეროპორტიდან ნისლის გამო ვერ აფრინდა.

Sports Vibes-ის ცნობით, ონანა მოედნისკენ მანქანით გაემგზავრება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ამ გზის დასაფარად ონანას სამი საათი დასჭირდება.

მიუხედავად ამისა, მაინც საეჭვოა მოასწრებს თუ არა ანდრე მატჩზე დროულად მისვლას.

შეგახსენებთ, რომ კამერუნელი მეკარე მოედანზე ბოლო გუშინ იყო გასული. პრემიერ ლიგის შეხვედრაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ონანამ 90 წუთი ითამაშა.

სხვა სტატიები