შერკი: "ფსონი დავდე, რომ ოქროს ბურთს მოვიგებ"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
France Football-თან ვრცელ ინტერვიუში, მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი, რაიან შერკი ღიად ამბობს, რომ სურს გახდეს "არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი". რაიან შერკი არ არის ისეთი, ვინც სიტყვებს უფრთხილდება და არც იმათგანია, ვინც თავის ამბიციებს მალავს. ის გვპირდება, რომ ძველი სკოლის ფეხბურთს მოდაში დააბრუნებს.
მე ფსონი მაქვს დადებული მამაჩემთან, რომელმაც მითხრა: „როდესაც ოქროს ბურთს მოიგებ, შენთან ფეხბურთზე საუბარს შევწყვეტ“. ოქროს ბურთი არ იქნება ყველაზე დიდი მონაპოვარი, უბრალოდ მამაჩემი ცოტა ხნით მაინც შეწყვეტს ჩემთვის ფეხბურთის სწავლებას - მე და მამას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
შეიძლება გვარდიოლა სხვა მწვრთნელებზე მკაცრია, მაგრამ ყველა მოთამაშე მოსწონს, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვიცინით და ვსაუბრობთ. ის მკაცრია ჩემ მიმართ. მეც მკაცრი ვარ მის მიმართ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ვიცი, როგორც ვთამაშობ ფეხბურთს და სხვანაირად არ შემიძლია, ეს ესთეტიკურია - ვაპირებ, ძველი სკოლის ფეხბურთი მოდაში დავაბრუნო. - განაცხადა რაიან შერკიმ
ინგლისში პირველ სეზონში, შერკიმ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჩატარებულ 38 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა (ყველა ტურნირზე), თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რომ 22 წლის ფრანგი, სიტის ძირითადი შემადგენლობის უდავო წევრად მოიაზრებოდეს.