Belive

,,შენი მიღწევით ყველა მადრიდისტა ამაყობს'' - რეალმა სოციალურ ქსელში ემბიდს მიმართა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალმა'' ჯოელ ემბიდს, რომელიც ,,სამეფო გუნდის'' გულშემატკივარია, ისტორიული მიღწევა მიულოცა.

დღეს ,,ფილადელფიას'' ცენტრმა ,,სან ანტონიო სპურსთან'' შეხვედრაში 70 ქულა მოაგროვა, რაც გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

,,გილოცავთ, ჯოელ! შენი მიღწევით ყველა მადრიდისტა ამაყობს. 70 ქულა NBA-ის მატჩში - ამ შედეგს ისტორიაში მხოლოდ რვა კალათბურთელმა მიაღწია.

ჰალა მადრიდ!'' - წერია რეალის სოციალურ ქსელში.

ჯოელ ემბიდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 36,1 ქულას, 11,6 მოხსნას, 5,9 შედეგიან გადაცემასა და 1,7 დაფარებას აგროვებს.

სხვა სტატიები