Belive

ანჩელოტი: ,,როგორც ყოველთვის, გვარდიოლა ჯენტლმენივით მოიქცა''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თამაში კარგად დავიწყეთ და დავწინაურდით კიდეც, შემდეგ კი ყველაფერი გართულდა. შესაძლოა, ზედმეტად უკან დავიხიეთ. სიტი ბურთს ფლობდა, თუმცა ეს ყოველთვის ასე ხდება. ვფიქრობ, თავს ძალიან კარგად ვიცავდით. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს, როცა ჩემი გუნდი ასე იბრძვის და უნარების დემონსტრირების გარდა, თავს წირავს. ეს აქ გამარჯვების ერთადეთი გზაა.

ყველას ეგონა, რომ ჩვენთვის ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ რეალი არასდროს უნდა ჩამოწერო!

გვარდიოლამ მომდევნო ეტაპზე გასვლა მომილოცა და წარმატებები მისურვა. როგორც ყოველთვის, ჯენტლმენივით მოიქცა. მისი კლუბი ჯენტლმენების კლუბია!

ელ კლასიკოს წინ დაღლილობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, კვირამდე ძალების აღსადგენად საკმარისი დროა. მშვიდად დავიძინებთ, შემდეგ კი გავიაზრებთ, რომ რაღაც ძალიან კარგს მივაღწიეთ!'' - კარლო ანჩელოტი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები