Belive

შეიხი იასიმი მანჩესტერში საოცარ ტრანსფერებს გეგმავდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვირას საღამოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ შეიხი იასიმი "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას აღარ აპირებს. მან კლუბს ძველი ვალების მთლიანად გადახდა და გუნდის 100% შეძენა შესთავაზა. თუმცა, კატარელმა შეიხმა უარი მიიღო და საქმიდან საბოლოოდ გავიდა. მის მაგივრად ახალი მყიდველი გამოჩნდა. "წითელი ეშმაკების" 25% ბრიტანელმა მილიონერმა სერ ჯიმ რეტკლიფმა შეიძინა.

გერმანული გამოცემა BILD-ის თანახმად, კატარულ ინვესტიციაზე უარის თქმით, "მანჩესტერმა" სამი ვარსკვლავი დაკარგა. მათი თქმით, შეიხი იასიმი კილიან მბაპეს. ედუ კამავინგას და კინგსლი კომანის გადაბირებას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს "რეალს" უკავშირებენ, იასიმი თანხის დაზოგვას არ აპირებდა. სტატიაში ისიც წერია, რომ კლუბი ამ სამეულს კონტრაქტს 2027 წლამდე გაუფორმებდა.

სხვა სტატიები