ლუკ შოუ: "ამორიმი პრემიერ ლიგას მოგვაგებინებს - მან ეს ძალიან მკაფიოდ გვითხრა"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის 30 წლის მარცხენა მცველმა - ლუკ შოუმ, ახალი სეზონის შეკრებაზე, ჟურნალისტებთან რუბენ ამორიმის შესახებ ისაუბრა.
ინგლისელმა მცველმა აღნიშნა, რომ ამორიმი ცდილობს გუნდში ის სიტუაცია დაალაგოს და შეცვალოს, რომელიც წინა მწვრთნელების პერიოდში ძალიან ტოქსიკური იყო.
"მემგონი გარედანაც კარგად ჩანდა, თუ რა ხდებოდა კლუბში. ბოლო წლების განმავლობაში, უმეტესწილად უკიდურესად ნეგატიური ატმოსფერო იყო. ეს იყო საკმაოდ ტოქსიკური, სრულიად არაჯანსაღი გარემო.
ამ გუნდში ჩამორჩენილების ადგილი აღარ არის. რუბენ ამორიმის მენტალიტეტი, მისი მოთხოვნები... ის გუნდის მიმართ უკიდურესად მომთხოვნია - ყველა დეტალს უდიდეს ყურადღებას აქცევს. ყველამ გუნდი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს — მან ეს ყველას გასაგონად და ძალიან მკაფიოდ გვითხრა და შეგვპირდა, რომ თუ ამ ყველაფერს იდეალურად შევასრულებთ, პრემიერ ლიგასაც მოვიგებთ..." - ლუკ შოუ
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მანჩესტერმა ევროპა ლიგის ფინალი ტოტენჰემთან დათმო და სეზონი უტიტულოდ დაასრულა - მეტიც, მათ პრემიერ ლიგაში ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარეს და ასპარეზობა მე-15 პოზიციაზე დაასრულეს.