Belive

"შეგვეძლო უფრო შემტევები და აგრესიულები ვყოფილიყავით" - რუი ჟორჟე

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა სენსაციური შედეგი დააფიქსირა. რამაზ სვანაძის გუნდმა ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის თამაშში ბევრი შეცდომა იყო.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სამი ქულა დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი კარგი გვქონდა, დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. უპირატესობა ბურთის ფლობას მივანიჭეთ, თუმცა, შეგვეძლო უფრო შემტევები და აგრესიულები ვყოფილიყავით. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ამის განხორციელება ძალიან გაგვიჭირდა. 0:2-ის შემდეგ გუნდში განწყობა რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი სისუსტე დაცვაში თამაში იყო, უფრო შეტევაზე ვფიქრობდით, თუმცა პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა გვიჭირდა. ჩვენ ფავორიტები ვიყავით, თუმცა, მთავარი შედეგია. საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა, მათ ბევრი მაყურებელი ამხნევებდა და შედეგმაც არ დააყოვნა." - განაცხადა პორტუგალიის თავკაცმა რუი ჟორჟემ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნკარების წინ კიდევ ორი შეხვედრა ელის. მომავალი მატჩში ისინი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ბელგიასთან 0:0 ითამაშეს. აღნიშნული შეხვედრა 24 ივნისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები