Belive

შედგება ტრანსფერი? | მიქაუტაძეს ამჯერად ვესტ ჰემს უკავშირებენ

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გიორგი მიქაუტაძის შეძენით რომ არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული, ეს უკვე არაერთხელ დავწერეთ. ამჯერად, ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა. ჩინებულ ფორმაში მყოფი ფრანგული "მეცის" ფორვარდს,  ბრიტანული მედია, ამჯერად "ვესტ ჰემს" უკავშირებს.

მიმდინარე სატრანფერო პერიოდში, "ჩაქუჩები" იტალიელმა ფორვარდმა, ჯანლუკა სკამაკამ დატოვა - მის სანაცვლოდ, "ატალანტამ" €25 მილიონი გადაიხადა. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, "ვესტ ჰემში" ამჟამად გამოცდილი ფორვარდი, დენი ინგსი თამაშობს, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს, შემტევით პოტენციალის გაძლიერება სურს: სავარაუდო კანდიდატებად ჯერემი დოკუ, მოჰამედ კუდუსი და გიორგი მიქაუტაძე არიან დასახელებულები.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, დოკუსა და კუდუსის ტრანსფერები, სავარადუდოდ, არ შედგება, 22 წლის მიქაუტაძე კი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც წინა ხაზში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია. ასევე, მისი დამატების შემთხვევაში, "ვესტ ჰემი" დივინ მუბამას განათხოვრებას და, ამ გზით, ახალგაზრდა ფორვარდისთვის სათამაშო დროის მიცემას შეძლებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ "ნისლიან ალბიონზე", ტანმორჩილი თავდამსხმელის სათამაშო სტილს სერხიო აგუეროსას ადარებენ. ამ ეტაპზე, "ვესტ ჰემთან" ერთად, მიქაუტაძის შეძენით ინგლისური "ბარნლი" და "ვულვზი" ინტერესდებიან. მეტიც, Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელის დამატება ლონდონის "არსენალსაც" სურს.

Transfermarkt-ის თანახმად, ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება €10 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები