სეზონის საუკეთესო მატჩი | რა შეფასება დაიმსახურა გიორგი კვერნაძემ იუვე სტაბიასთან მატჩში?
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში ფროზინონემ იუვე სტაბიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელმაც მეტოქეს დუბლი შეუსრულა.
ქართველმა შემტევმა მოედანზე სულ 73 წუთი გაატარა და Sofascore-სგან მატჩში ყველაზე მაღალი, 8.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
კვერნაძე ბურთს სულ 32-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა (ორივე გოლი), 14-დან 12 ზუსტი გადაცემა (86%) გააკეთა და 8-დან 2 დუელი მოიგო.
8.1-ით ქულით შეაფასა გიორგის თამაში Flashscore-მა.
15 ტურის შემდეგ, ფროზინონეს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. კვერნაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 14 დეკემბერს პესკარას წინააღმდეგ გამართავს.