Belive

სესკ ფაბრეგასი სამწვრთნელო კარიერას იტალიურ კომოში იწყებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი თავის სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ის იტალიის სერია ბ-ს კლუბ კომოს გაწვრთნის.

სესკი მთელი სეზონის განმავლობაში კომოს ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა და სწავლობდა მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. სწორედ აღნიშნულ გუნდში დაამთავრა 36 წლის ფეხბურთელმა კარიერა, სადაც ბოლო მატჩი 2023 წლის 19 მაისს ითამაშა.

ესპანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა მორენო ლონგოს ადგილი დაიკავა.

კომო ამჟამად სერია B-ში მე-6 ადგილს იკავებს, სადაც 12 მატჩში 21 ქულა აქვს

სხვა სტატიები